მიწოდების პირობები

ბოლო განახლება განხორციელდა 2025 წლის 10 დეკემბერს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებას. ქვემოთ მოცემულია ჩვენი მიწოდების პირობები:

ჩვენ ვახდენთ მიწოდებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
მიწოდება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში, დანიშნულების ადგილის მიხედვით.

მიწოდების მეთოდები:
1) ექსპრეს მიწოდება DHL-ის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით (ჩაბარება 1-3 სამუშაო დღე)

2) უფასო ექსპრეს მიწოდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით და მხოლოდ დიდი მოცულობის მქონე ნივთებისთვის, (მაგალითად C-Stand, როდესაც ყუთის სიგრძე აჭარბებს 1.2 მეტრს) რომელთა მიწოდება, ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სტანდარტული საკურიერო სერვისის მეშვეობით. (ჩაბარება 1-2 სამუშაო დღე)

3)უფასო მიწოდება რეგიონებში DHL-ის ოფისამდე მხოლოდ დიდი მოცულობის მქონე ნივთებისთვის. ოფისები: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი. (ჩაბარება 1-3 სამუშაო დღე)
თქვენ თავად უნდა აიღოთ თქვენი შეკვეთა DHL-ის ოფისიდან, მისამართზე მიტანა არ ხდება!


საწყობიდან აღების მეთოდი: შეგიძლიათ თავად აიღოთ თქვენი შეკვეთა ჩვენი საწყობიდან. ჩვეულებრივ, შეკვეთა მზად არის ასაღებად შესყიდვიდან 0-დან 24 საათამდე. (საწყობიდან  აღება ხელმისაწვდომია ყოველ დღე 13:00-დან 17:00 საათამდე).

მიწოდების ღირებულება: ყველა შეკვეთაზე, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 100 ლარს ან მეტს, მიწოდება უფასოა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ შეკვეთის ღირებულება ნაკლებია 100 ლარზე, მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: პროდუქტის წონა და ზომა, და მიწოდების ადგილი. მიწოდების ღირებულება გამოითვლება გადახდისას, და თქვენ შეძლებთ იხილოთ სრული ღირებულება გადახდის გვერდზე. 


მიწოდება არ ხდება შაბათ-კვირას და საჯარო დღესასწაულებზე.



მიწოდების დაგვიანებები: ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებებზე ან შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: საბაჟო, მიწოდების სერვისი ან მესამე მხარის პრობლემები; ბუნებრივი კატასტროფები, ომები ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეფერხებები; მომხმარებლის მიერ მიწოდების მისამართის არასწორად მითითება.

შეკვეთის დადასტურება და განახლებების მიღება: როგორც კი თქვენი შეკვეთა დამუშავდება, მიიღებთ ელ.ფოსტას, რომელშიც იქნება შეკვეთის დეტალები, მიწოდების მეთოდი და მოსალოდნელი მიწოდების დრო.

დაბრუნება და გაცვლა: თუ მიღებულ  პროდუქტს გარეგნულად აღენიშნება მნიშნელოვანი დაზიანებები გთხოვთ უარი განაცხადოთ მის ჩაბარებაზე, ხოლო თუ ჩაბარების შემდეგ შენიშნეთ ასეთი დაზიანება ან აღმოაჩინეთ რომ არასწორად იქნა შეკვეთა მიწოდებული, გთხოვთ დაუყევნებლივ დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი: დაგვიკავშირდით თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ან შენიშვნები აღნიშნული პოლიტიკის შესახებ, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@jinbei.ge ან სხვა საშუალებებით, რომლებიც მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე.