საგარანტიო პირობები ფიზიკური პირებისთვის
თითოეული მომხმარებელი ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, წინამდებარე საგარანტიო პოლიტიკა შემუშავებულია გულდასმით და იგი სრულად შეესაბამება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
Jinbei-ის პროდუქციაზე ვრცელდება 2 (ორ) წლიანი გარანტია. საგარანტიო პერიოდი იწყება მომხმარებლის მიერ ნივთის მიღებისთანავე. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს საგარანტიო ბარათი.
საგარანტიო მომსახურება
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საგარანტიო პერიოდში დაზიანებული მოწყობილობის უფასო შეკეთებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. სარემონტო ვადა განისაზღვრება მოწყობილობის წარდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღით იმ შემთხვევაში თუ სათადარიგო დეტალები ადგილზეა. ხოლო 30 სამუშაო დღით იმ შემთხვევაში თუ სათადარიგო დეტალების შესყიდვა საჭიროა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
სტანდარტული საგარანტიო ვადა ვრცელდება უშუალოდ ნივთზე. ის არ ვრცელდება დამატებით აქსესუარებზე, როგორიც არის კვების ბლოკი, სადენი, სამუხტი მოწყობილობა, აკუმულატორი, გადამყვანი და სხვა ნებისმიერი აქსესუარი რომელიც შეიძლება ახლდეს პროდუქტს. აღნიშნულ აქსესუარებზე ვრცელდება 6 თვიანი გარანტია.
საგარანტიო ვადის პერიოდში დაზიანებული მოწყობილობის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
1. თუ გაყიდვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში აღმოაჩენს მომხმარებელი პროდუქტის ხარვეზს (ამ შემთხვევაში მომხარებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნული ფაქტის შესახებ გამყიდველს).
2. თუ შეუძლებელია პროდუქტის შეკეთება საგარანტიო ვადის პერიოდში
3. თუ გამყიდველის მხრიდან დაირღვა 15-30 სამუშაო დღიანი შეკეთების პირობა.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
● გასულია საგარანტიო ვადა
● არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ბარათი
● საგარანტიო ბარათში წაშლილია/შეცვლილია მონაცემები
● არ იკითხება პროდუქტის სერიული ნომერი ან არ ემთხვევა საგარანტიო ბარათში არსებულ სერიულ ნომერს
● პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება
● პროდუქტს აღენიშნება არაკვალიფიციური პირის მიერ შეკეთების ან შეკეთების მცდელობის კვალი
● პროდუქტს აღენიშნება უცხო სხეულების ან სითხეების შეღწევის კვალი
მარეგულირებელი კანონი: აღნიშნულ წესებთან და პირობებთან არსებული ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კონტაქტი: დაგვიკავშირდით თუ გაქვთ კითხვები ან შენიშვნები აღნიშნული პოლიტიკის შესახებ, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@jinbei.ge ან სხვა საშუალებებით, რომლებიც მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე.