Jinbei - ის შესახებ

Jinbei დაარსდა შანხაიში, 1995 წელს. აწარმოებს ფოტო-ვიდეო სტუდიის განათებებს და აქსესუარებს. ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წყალობით სწრაფად მოიპოვა ინდუსტრიის უდიდესი წილი და ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახდა. ამჟამად ის აერთიანებს უდიდეს ქსელს მსოფლიოში, 60-ზე მეტ ქვეყანაში, და ახლა უკვე საქართველოშიც.

Jinbei გამორჩეულია სტაბილური და საიმედო ხარისხის პროდუქციით. ის ეხმარება ადამიანებს შექმნან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო ვიზუალიზაციის პროდუქტები მარტივად.

Jinbei უდიდესი გამოცდილების წყალობით და მაღალტექნოლოგიურ საწარმოო ბაზაზე დაყრდნობით მიზნად ისახავს მუდმივად უპასუხოს სექტორის გამოწვევებს და მოთხოვნებს.

Jinbei - შექმენი საუცხოო კადრები.