Jinbei Round Head Speedlite Flash With Ω Type Professional Flash Tube

რა როლი აქვს ფოტოკამერის განათებაში მრგვალ თავს?

რა როლი აქვს ფოტოკამერის ფლეშ განათებაში მრგვალ თავს და რატომ არის მნიშვნელოვანი Ω (ომეგა) ტიპის ნათურა?

ფოტოგრაფებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა რეალური უპირატესობა აქვს ფოტოკამერაზე დასამაგრებელ განათებაში მრგვალ თავს და როგორ აისახება ეს ფოტოს საბოლოო ხარისხზე.

ბევრს ჰგონია, რომ შედეგი მხოლოდ ფლეშის გარე მრგვალ ფორმაზეა დამოკიდებული, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ვიზუალური ნაწილია. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს სინათლის ფორმას, მის ერთგვაროვანებას და ბუნებრივ ფორმებს, იმალება ფლეშის შიგნით - და ეს არის
ნათურა.

რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მრგვალი თავი?

მრგვალი თავი, Fresnel lens-ით, ხელს უწყობს სინათლის უკეთ განაწილებას, თუმცა თუ ფლეშში გამოყენებული ნათურა სტანდარტულია, მიღებული შედეგი მაინც შეზღუდული იქნება. 
სინათლე იქნება არათანაბარი, მკვეთრი ხაზებით, უხეში და ნაკლებად ბუნებრივი გადასვლებით. 

საუკეთესო შედეგის მისაღებად გადამწყვეტ როლს ასრულებს ნათურის ფორმა და ტექნოლოგია.

Jinbei-ის ინოვაცია - Ω (ომეგა) ტიპის პროფესიონალური ნათურა

Jinbei იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც ფოტოკამერაზე დასამაგრებელ ფლეშ განათებაში გამოიყენა მრგვალი ფორმის Ω (ომეგა) ტიპის პროფესიონალური ნათურა.



ეს ინოვაცია პირველად დაინერგა Jinbei HD2Pro მოდელში, ხოლო დღეს უკვე წარმატებით გამოიყენება:

Jinbei HD2Max-ში
Jinbei HD2Plus-ში

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Jinbei ფლობს აღნიშნული ნათურის ოფიციალურ პატენტს და დღემდე რჩება ერთადერთ მწარმოებლად, რომელიც Ω (ომეგა) ტიპის პროფესიონალურ ნათურას იყენებს ფოტოკამერაზე დასამაგრებელ ფლეშ განათებებში.

რას ცვლის Ω ტიპის ნათურა რეალურ ფოტოგრაფიაში?

Ω (ომეგა) ტიპის ნათურა უზრუნველყოფს:

● სინათლის უფრო თანაბარ და რბილ გავრცელებას
● ბუნებრივ გადასვლებს შუქსა და ჩრდილს შორის
● უკეთეს კონტროლს განათებაზე
● პროფესიონალურ შედეგს დამატებითი მოდიფიკატორების გარეშე
შედარებით ტესტებში ნათლად ჩანს განსხვავება Ω (ომეგა) ტიპის ნათურასა და ჩვეულებრივ ნათურას შორის, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია პორტრეტებში.

 

რატომ Jinbei და რატომ Ω (ომეგა) ტიპის ნათურის მქონე განათება?

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია:

● პროგნოზირებადი და სტაბილური შედეგი 
● პროფესიონალური განათება კომპაქტურ ფორმატში
● ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც რეალური ეფექტი აქვს

მაშინ Jinbei HD2 სერია არის სწორი არჩევანი.

Jinbei - როდესაც ტექნოლოგია ნამდვილად ქმნის განსხვავებას.

ბლოგპოსტებზე დაბრუნება

დატოვეთ კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კომენტარი გამოჩნდება მისი დადასტურების შემდგომ.