როგორ შევარჩიოთ სწორად სტუდიის განათების სიმძლავრე?
გაზიარება
როგორ შევარჩიოთ სწორად სტუდიის განათების სიმძლავრე და რატომ არის მინიმალური სიმძლავრე მაქსიმალურ სიმძლავრეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი?
თუ ფოტოსტუდიის მოწყობას გეგმავთ, აუცილებელია იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ იმპულსური განათების სიმძლავრე სწორად.
იმისათვის, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი, გასათვალიწინებელია სამი ძირითადი ფაქტორი: გადაღების ჟანრი, სტუდიის ზომა და განათებაზე გამოყენებული მოდიფიკატორები.
ფოტოგრაფიაში განათება ყველაფერია. თუმცა, როდესაც საქმე სტუდიის იმპულსური განათების შეძენაზე მიდგება, დამწყები ფოტოგრაფები ძალიან ხშირად უშვებენ ერთ შეცდომას: ჰგონიათ, რომ რაც უფრო მაღალია სიმძლავრე მით უკეთესი იქნება ამ განათების გამოყენებით მიღებული კადრი. სინამდვილეში, არასწორად შერჩეული სიმძლავრე შეიძლება თქვენი შემოქმედებითი პროცესის შემაფერხებელი გახდეს.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ იზომება სტუდიის იმპულსური განათების სიმძლავრე და რა უნდა გავითვლისწინოთ მისი შერჩევისას.
რა არის ვატ-წამი (Ws)?
სტუდიის იმპულსური განათების სიმძლავრე იზომება ვატ-წამებში (Ws). ეს მიგვითითებს იმ ენერგიის რაოდენობაზე, რომელსაც ნათურა ერთი იმპულსის დროს გამოსცემს. რაც მეტია ვატ-წამი, მით მეტია განათების მიერ ერთ ჯერზე გამოცემული ენერგია.
როგორ შევარჩიოთ სიმძლავრე ჩვენი საჭიროების მიხედვით სწორად?
1. გადაღების ჟანრი
თუ იღებთ ე.წ. Headshot ტიპის პორტრეტებს, ბავშვებს, ან მცირე ზომის საკვებ ან სხვა პროდუქტებს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედარებით ახლოს ანთავსებთ განათებას ობიექტთან) და გაქვთ მცირე ზომის სტუდია (15 - 25 კვ.მ) 100 - 200Ws სიმძლავრე სრულიად საკმარისი იქნება.
ასეთი დავალებებისთვის შესანიშნავი არჩევანია Jinbei HD100 და Jinbei HD250Max
თუ გაქვთ საშუალო ზომის (30-50 კვ.მ) ფართობის სტუდია და იღებთ ჯგუფურ ან საოჯახო, სრულ პორტრეტებს, ან დიდი ზომის პროდუქტებს, დაგჭირდებათ 300 - 400Ws სიმძლავრის მქონე განათება.
ამ შემთხვევაში, სტუდიაში სამუშაოდ გირჩევთ Jinbei DMII-4-ს ან Jinbei DPXII-400-ს, ხოლო გარე ლოკაციებზე და ასევე სტუდიაში გადაღებებისთვისაც Jinbei HD400Max-ს
თუ ხშირად გიწევთ განსხვავებულ სიტუაციაში გადაღება, დიდ სტუდიაში ან განსაკუთრებით დიდ დარბაზებში, გარე ლოკაციებზე - მზეზე გადაღება. თქვენ გჭირდებათ 400 - 800Ws სიმძლავრის განათება.
ასეთი დავალებებისთვის განკუთვნილია, 220V ქსელზე მომუშავე Jinbei DPXII სერია, Jinbei MSNII Pro სერია. ხოლო აკუმულატორზე მომუშავე მოდელებიდან Jinbei HD400Max და Jinbei HD600Max.
2. სტუდიის ან სხვა გადასაღები სივრცის ზომა
თუ თქვენ შედარებით მცირე ზომის სივრცეში იღებთ შეუსაბამო, მაგ. 800Ws სიმძლავრის განათებით, მინიმალურ სიმძლავრეზეც კი ის შეიძლება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდეს, შესაბამისად ვერ შეძლებთ ღია დიაფრაგმით გადაღებას (ƒ/1.8 ან ƒ/2.8).
3. სინათლის მოდიფიკატორები
გახსოვდეთ: Softbox-ები "ჭამს" სინათლეს. თუ იყენებთ განსაკუთრებით დიდი ზომის Softbox-ებს (120 - 150სმ) ორმაგი დიფუზორით, სინათლის ნაკადი საგრძნობლად იკლებს. ამიტომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია განათებისთვის სწორი ზომის Softbox-ის შერჩევა. თუ განსაკუთრებით დიდი ზომის მოდიფიკატორების მოყვარული ხართ, რეზერვად ცოტა მეტი სიმძლავრე უნდა გაითვალისწინოთ.
სწორად შერჩეულ სიმძლავრესთან ერთად, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თუ რა მინიმალური სიმძლავრის გამოცემა შეუძლია განათებას?
ხშირად დამწყებ ფოტოგრაფებს ჰგონიათ, რომ მეტი ვატი ავტომატურად ნიშნავს უკეთეს განათებას. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მინიმალური სიმძლავრე - პორტრეტების ღია დიაფრაგმით გადაღებისას, ასევე როდესაც განათება გამოიყენება როგორც დამხმარე (Fill, Rim/Hair, Background)
პრაქტიკული მაგალითებით განვიხილოთ თითოეული.
1. წარმოიდგინეთ გსურთ პორტრეტის გადაღება ღია დიაფრაგმით (ƒ/1.4 ან ƒ/1.8) ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ, განათების სიმძლავრის მინიმუმამდე შემცირება, ხოლო თუ განათებას არ შეუძლია მცირე სიმძლავრის გამოცემა (მაგ. როდესაც განათებას ყველაზე დაბალი სიმძლავრე 1/16 აქვს) კადრი "გადაიწვება".
2. ერთი მთავარი განათების (Key Light) გარდა, სტუდიაში ხშირად გამოიყენება დამხმარე განათებები:
Fill Light - შემავსებელი
Rim/Hair Light - ობიექტის ფონისგან გამოსაყოფად
Background Light - ფონის ამოსანათებლად
სამივე ზემოთჩამოთვლილი განათების სიმძლავრე უნდა იყოს მნიშვნელოვნად სუსტი, მთავარ განათების სიმძლავრესთან შედარებით.
დამხმარე განათებების უპირველესი დანიშნულებაა არა მთავარი ობიექტის განათება, არამედ ჩრდილების შერბილება, სიღრმის და სივრცის შემოტანა კადრში, რისთვისაც კრიტიკულად საჭიროა განათების მინიმალური სიმძლავრე.
ოქროს წესი: განათების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურ სიმძლავრესთან ერთად მისი მინიმალური სიმძლავრის გათვალისწინება. გახსოვდეთ, პროფესიონალები განათების მაქსიმალურ სიმძლავრეს ძალიან იშვიათად იყენებენ.
როგორ იცვლება ნათების სიმძლავრე (ვატ-წამებში) განათებაზე სიმძლავრის შეცვლის პარალელურად?
იმპულსურ განათებებში გამოიყენება ექსპონენციური კლების წესი, რაც გულისხმობს, ყოველ ჯერზე, სიმძლავრის განახევრებას.
ქვევით გთავაზობთ მარტივ ცხრილს, სადაც ნაჩვენებია 400Ws სიმძლავრის განათების მაგალითზე, თუ როგორ იცვლება იმპულსური განათების სიმძლავრე ვატ-წამებში.
თუ უკვე გაქვთ და იყენებთ იმპულსურ განათებას, ეს ცხრილი ასევე დაგეხმარებათ გაიგოთ, სინამდვილეში განათების რა სიმძლავრეს იყენებთ. რაც თავისხმრივ, ახალი განათების შეძენის შეთხვევაში, სიმძლავრის სწორად შერჩევაშიც დაგეხმარებათ.
მაგალითად, თუ გაქვთ 400Ws იმპულსური განათება და უმეტესწილად მას იყენებთ 6.0 (1/8) ან 5.0 (1/16) სიმძლავრეზე, გამოდის რომ 50Ws და 25Ws სიმძლავრეს იყენებთ.
დროა აირჩიოთ თქვენთვის იდეალური განათება!
ახლა როდესაც ეს ბლოგი უკვე ბოლომდე წაიკითხეთ, უკვე იცით, რომ, სწორი განათება არ არის ის, რომელიც ყველაზე ძლიერად ანათებს, არამედ არის ის, რომელიც თქვენს შემოქმედებით ჩანაფიქრებს ყველაზე კარგად პასუხობს.
Jinbei-ის ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ ყოველთვის იპოვოთ ბალანსი სიმძლავრესა და ფასს შორის.
დაათვალიერეთ Jinbei-ის სტუდიის იმპულსური განათებების სრული კატალოგი ბმულზე და შეარჩიეთ თქვენს სტუდიაზე მორგებული მოდელი დღესვე!






