რა როლი აქვს ფოტოკამერის განათებაში მრგვალ თავს?
Share
რა როლი აქვს ფოტოკამერის ფლეშ განათებაში მრგვალ თავს და რატომ არის მნიშვნელოვანი Ω (ომეგა) ფორმის ნათურა?
ფოტოგრაფებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა რეალური უპირატესობა აქვს ფოტოკამერაზე დასამაგრებელ განათებაში მრგვალ თავს და როგორ აისახება ეს ფოტოს საბოლოო ხარისხზე.
ბევრს ჰგონია, რომ შედეგი მხოლოდ ფლეშის გარე მრგვალ ფორმაზეა დამოკიდებული, თუმცა სინამდვილეში ეს უფრო მეტად ვიზუალური ნაწილია. მთავარი დეტალი, რომელიც განსაზღვრავს სინათლის ფორმას, მის ერთგვაროვანებას და ბუნებრივ ფორმებს, იმალება ფლეშის შიგნით - და ეს არის ნათურა.
რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მრგვალი თავი?
Fresnel lens-ის მქონე მრგვალთავიანი განათებები შეიქმნა იმისთვის რომ მომხდარიყო სინათლის უკეთ განაწილება, თუმცა ფლეშში გამოყენებული ნათურა სტანდარტული - ვიწრო მილის ფორმის დარჩა (რომელიც გამოიყენებოდა სტანდარტულ - მართკუთხედთავიან განათებებში), და შესაბამისად, მიღებული შედეგი მაინც შეზღუდული დარჩა.
სინათლე არის არათანაბარი, მკვეთრი ხაზებით, უხეში და ნაკლებად ბუნებრივი გადასვლებით.
საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია მრგვალთავიან განათებაში იყოს მრგვალი ფორმის ნათურა.
Jinbei-ის ინოვაცია - Ω (ომეგა) ფორმის პროფესიონალური ნათურა
Jinbei იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც ფოტოკამერაზე დასამაგრებელ ფლეშ განათებაში გამოიყენა მრგვალი Ω (ომეგა) ფორმის პროფესიონალური ნათურა.
ეს ინოვაცია პირველად გამოყენებულ იქნა Jinbei HD2Pro-ში, და უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება:
● Jinbei HD2Max-ში
● Jinbei HD2Plus-ში
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Jinbei ფლობს აღნიშნული ნათურის ოფიციალურ პატენტს (პატენტის ნომერი: ZL 2020 2 2289754.7) და დღემდე რჩება ერთადერთ მწარმოებლად, რომელიც, Ω (ომეგა) ფორმის პროფესიონალურ ნათურას იყენებს ფოტოკამერაზე დასამაგრებელ ფლეშ განათებებში.
რას ცვლის Ω ფორმის ნათურა რეალურ ფოტოგრაფიაში?
Ω (ომეგა) ფორმის ნათურის მნიშვნელოვანი უპირატესობები:
● ცენტრის და გვერდების თანაბირი წრიული განათება
● სინათლე უფრო ფართოდ და თანაბრად ვრცელდება Fresnel lens-ზე
● მაქსიმალურად დაბალანსებული, ბუნებრივი გადასვლები შუქსა და ჩრდილს შორის
● ნაკლები ე.წ. Hot spot ცენტრში
● უკეთესი კონტროლი და განათების ფერის სტაბილურობა
● მაქსიმალურად რბილი Bounce ეფექტი
შედარებით ტესტებში ნათლად ჩანს განსხვავება Ω (ომეგა) ფორმის ნათურასა და ჩვეულებრივ ნათურას შორის, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია პორტრეტებში.
რატომ Jinbei და რატომ Ω (ომეგა) ფორმის ნათურის მქონე განათება?
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია:
● პროგნოზირებადი და სტაბილური შედეგი
● პროფესიონალური განათება კომპაქტურ ფორმატში
● ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც რეალური ეფექტი აქვს
მაშინ Jinbei HD2 სერია არის სწორი არჩევანი.
Jinbei - როდესაც ტექნოლოგია ნამდვილად ქმნის განსხვავებას.


