შესაძლებელია პორტრეტის გადაღება "ფერწერულ" სტილში ერთი განათებით?

შესაძლებელია პორტრეტის გადაღება "ფერწერულ" სტილში ერთი განათებით?

ამ ბლოგში გაგიზიარებთ, თუ რა ხელსაწყოების და ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი რეტრო ფერწერული სტილის პორტრეტის გადაღება მარტივად და გაჩვენებთ ამ ტექნიკით მიღებულ საბოლოო შედეგს.

ზეთის საღებავების სტილში გადაღებულ პორტრეტებს კანის ნაზი ფაქტურა, შუქ-ჩრდილის რბილი გადასვლები და ფერების მძაფრი გამომსახველობა ახასიათებს. ეს სტილი პორტრეტის ფოტოგრაფიაში უნიკალურ რეტრო (ვინტაჟურ) განწყობას ქმნის, რის გამოც იგი პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტომოყვარულების ერთ-ერთ ფავორიტ მიმართულებათ იქცა.

ბევრს ჰგონია, რომ მსგავსი ეფექტის მისაღებად საჭიროა რამოდენიმე განათების კომპლექსური კომბინაციები ან შემდგომი დამუშავების ხანგრძლივი პროცესი, თუმცა სინამდვილეში მსგავსი ფერწერული ეფექტის მიღწევა მხოლოდ ერთი განათებით არის შესაძლებელი.

ქვემოთ ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს. რომლის დახმარებითაც შეძლებთ ფერწერული სტილის პორტრეტის განათების სქემის პრაქტიკაში გამოყენებას.


ამ გადაღებისთვის გამოყენებულია 220W სიმძლავრის მქონე მუდმივი ლედ განათება - Jinbei JL220Bi, რომელსაც გააჩნია ამ დავალების შესასრულებლად საჭირო სიმძლავრე და აქვს ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობა 2700K-დან 6500K-მდე.


ნაბიჯი 1: აღჭურვილობის შერჩევა და განათების პოზიციის დარეგულირება

უპირველეს ყოვლისა, Jinbei JL220Bi-ზე ვიყენებთ Jinbei KE-120 მრგვალი ფორმის ღრმა სოფთბოქსს და ბადეს (Grid). სოფთბოქსი არბილებს შუქს, რათა ის ზედმეტად მკვეთრი არ იყოს, ბადე კი სხივის კონცენტრირებას ახდენს მთავარი პერსონაჟის გამოსაკვეთად. ვათავსებთ განათებას 45 გრადუსიანი დახრით მოდელის თავზე ოდნავ მაღლა, რათა განათებამ კადრს მეტი მოცულობა და სამგანზომილებიანი ეფექტი შესძინოს.


თუ გსურთ ფოტოს მეტი ემოციურობა შესძინოთ, შეგიძლიათ განათება მოდელის წინა მხარეს, 45 გრადუსიანი კუთხით გადაიტანოთ. ამ დროს, პირდაპირი განათებისას, სახეზე შუქ-ჩრდილის კონტრასტი ზედმეტად მკვეთრია, შუქი კი - ქაოტური.

შეგიძლიათ შეცვალოთ განათების თავის მიმართულება და მოდელის გასანათებლად სოფთბოქსის კიდე გამოიყენოთ (Edge Lighting). ამრეკლი პანელების დამატებით კი მეორე, ჩრდილში მოქცეულ მხარეს გააუმჯობესებთ. ეს არამხოლოდ შეუნარჩუნებს მოდელის სახეს მოცულობას, არამედ დაარბილებს მკვეთრ ჩრდილებსაც, რაც სუფთა და გამჭვირვალე განათებას შექმნის.


ნაბიჯი 2: ფოტოკამერის პარამეტრების რეგულირება კანის ტონის ოპტიმიზაციისთვის

შემდგომ, ჩვენ Jinbei JL220Bi-ის ფერის ტემპერატურას ვაყენებთ 2700K-ზე, რაც ქმნის თბილ ბაზისურ ტონს კანის ფაქტურისთვის და კადრს ავტომატურად სძენს რეტრო ატმოსფეროს. ამ დროს ფოტოკამერაში შეამჩნევთ, რომ მოდელის კანის ფერი თბილი განათების ქვეშ ყვითელ ტონებში გადადის.


განათების ტემპერატურის შეუცვლელად, ამ დროს ვამცირებთ კამერის K მაჩვენებელს 3800K-მდე სახეზე არსებული სიყვითლის გასანეიტრალებლად. ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ განათების მიერ შექმნილი ფერწერული ბაზისური ფერები და ამავდროულად დავაბალანსოთ კანის ტონი.

თუ თვლით, რომ მოდელის სახეს აკლია ჯანსაღი ფერი, შეგიძლიათ ფოტოკამერის თეთრის ბალანსის პარამეტრებში ფერები წითელი ტონისკენ გადახაროთ. ეს სახეს ბუნებრივ სიწითლეს შესძენს და კადრს ფერების დამატებით შრეებს მისცემს, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს "ზეთის საღებავების" ეფექტს.


დასასრულს, ოდნავ შეამცირეთ ფერების საერთო გაჯერება (Saturation). ეს ნაბიჯი ფილტრავს ზედმეტ ფერებს, ხდის ტონალობას ერთგვაროვანს და დაბალი სატურაციით ქმნის უფრო მეტ რეტრო შეგრძნებას.


ერთი შეხედვით რთული, ფერწერული სტილის პორტრეტის შექმნა მხოლოდ ერთი განათების გამოყენების და სწორი ტექნიკითაც სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის განათების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

Jinbei JL220Bi-ს ფერთა გადაცემის ინდექსი Ra >96-ია, ხოლო სპექტრული მსგავსების ინდექსი SSI ≥ 91. ეს მაქსიმალურად ზუსტად აღადგენს რეალურ ფერებს, რაც საშუალებას იძლევა სრულყოფილად გამოჩნდეს ასეთი სტილის კადრებისთვის დამახასიათებელი დეტალები და ფერები.

გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი განათება და გადაღების ტექნიკის შესწავლა დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი საკუთარი, გამორჩეული ფერწერული პორტრეტები!

Back to blog

Leave a comment

Please note, comments need to be approved before they are published.